ERETHOR

ჟანრი: ალტერნატიული მეტალი, პროგრესივ მეტალი.
ჯგუფის წევრები:

გურამ ბაგალიშვილი – ვოკალი
არტურ არუთინოვი – ვოკალი, გროული
გიორგი ქოჩორაძე – გიტარა
დავით კლდიაშვილი – გიტარა
გიორგი მხატვარი – ბასი, ბექ-ვოკალი
ალექსანდრე ჩიკვატია – დრამი

ბიოგრაფია:

ჯგუფი ERETHOR დაარსდა 2017 წელს, თბილისში. თავდაპირველად ჯგუფი ჩამოყალიბდა პროექტის სახით, გურამ ბაგალიშვილი, გიორგი ქოჩორაძისა და გიორგი მხატვარის მიერ. ჯგუფს შემდგომში შემოემატა არტურ არუთინოვი, ხოლო 2018 წლის დასაწყისში დავით კლდიაშვილი და ალექსანდრე ჩიკვატია.

2018 წლის იანვარში ჯგუფმა გადაიღო და გაავრცელა კლიპი სახელწოდებით – „Pathfinder“ – რეპერ Mikibo-სთან ერთად. ამავდროულად გამოქვეყნდა ბენდის დებიუტ EP სახელწოდებით „EVOLUTION“, რომელიც მოიცავს 5 საავტორო კომპოზიციას. მუსიკის ჩაწერა ხდება საკუთარი ე.წ სახლის სტუდიაში.

ERETHOR-ი ძირითადად შემოიფარგლება ალტერნატიული მეტალის ჟანრში, თუმცა ასევე ითავისებს პროგრესივ მეტალის, ნიუ მეტალისა და პოსტ-როკის ელემენტებს. ჯგუფის შემოქმედებაზე ზეგავლენა იქონია ისეთმა ჯგუფებმა როგორიცაა Linkin Park, Arch Enemy, Haggard, Limp Bizkit და სხვა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours