1943 წლის 20 აპრილს კალიფორნიაში დაბადებული გოგონას მშობლებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი გოგონა-ედი სეჯვიკი- გოგონა ქარხნიდან ანუ “Factory Girl”, ამერიკის მჩქეფარე 60-იან წლებში ყველაზე ეპატაჟური არტისტის – ენდი უორჰოლის მუზა გახდებოდა. ედიმ მის რამდენიმე ფილმში მთავარი როლი შეასრულა, პარალელურად სამოდელო საქმიანობითაც იყო დაკავებული. ცოტამ თუ იცის, რომ ედი საინტერესო შემსრულებელიც იყო.
მათი ურთიერთობა მალევე გასცდა მსახიობისა და რეჟისორის პროფესიულ ჩარჩოს. თავბრუდამხვევი პოპულარობისა და წარმატების ფონზე, ახალგაზრდა მსახიობი „ქარხნის დღეებში“ ყოფნისას აქტიურად იყენებდა LSD სა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, ამას დაემატა რამდენიმე წარუმატებელი რომანი, (მათ შორი ამერიკელ-მომღერალსა და პოეტთან ბობ დილანთან). ყველაფერმა ერთად ედი ფატალურ შედეგამდე მიიყვანა. 26 წლის მსახიობი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ მიზეზი ტრანკვილიზატორების გადამეტებული დოზის მიღება გახდა.
მან თავი არა მხოლოდ ენდი უორჰლთან კონტექსტში, არამედ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და თვითმყოფადობით დაიმკვიდრა, რაც პირველ რიგში მის სამოსში ვლინდებოდა- მოკლედ შეჭრილი თმა, მასიური საყურე , ტანზე მომდგარი მოკლე ქვედა ბოლოები და ბეწვის ქურქები. ედი სეჯვიკის სტილი, დღეს არაერთი დიზაინერისა თუ ცნობადი სახის შთაგონებად იქცა.
2006 წელს ჰოლივუდში ჯორჯ ჰიკენლუპერის ფილმი გამოვიდა სახელწოდებით „Factory Girl”, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ: სიენა მილერი (ედი სეჯვიკი), გაი პირსი (ენდი ვორჰოლი).
ენდი უორჰოლისა და ედი სეჯვიკის ინტერვიუ