emigrate-silent-so-long

Emigrate-Silent So Long

17 ოქტომბერს გამოვიდა RAMMSTEIN-ის გიტარისტის, რიჩარდ კრუსპეს საიდ პროექტის Emigrate რიგით მეორე ალბომი “Silent So Long”. ალბომი აღნიშვნის ღირსია არამხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგია, არამედ იმის გამოც, რომ მასზე რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი მუშაობდა, კერძოდ, არანჟირება Ben Grosse-ს ეკუთვნის, რომელიც თანამშრომლობს MARILYN MANSON-თან და DISTURBED-თან, ასევე მოწვეული სტუმრების სახით ჩაწერაში მონაწილეობდნენ Lemmy Kilmister (MOTÖRHEAD) და Jonathan Davis (KORN), ხოლო დასარტყამ ინსტრუმენტებზე თავად Mikko Sirén-ი იყო აპოკალიპტიდან.

ალბომი ძალიან მოეწონებათ ინდუსტრიალური როკის მოყვარულებს, ის ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს. ალბომში ელექტრონული და აკუსტიკური ჟღერადობის კარგი სინთეზია, მიუხედავად ამისა, ალბომი მაინც ეკლეკტური გამოვიდა, რაც თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არაა.

ალბომის საერთო შეფასება7.7
7.7

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი