doors

Doors “Feast of Friends”

დოკუმენტური ფილმი სახელად “Feast of Friends”, რომელიც ჯგუფის წევრებმა თავად გადაიღეს, ასახავს ჯგუფის 1968 წლის საზაფხულო საკონცერტო ტურს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, შემოდგომის მიწურულს მაყურებელს ფილმის ნახვის საშუალება მიეცემა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი არ არის დასრულებული და თავის დროზე საკმაოდ ცუდი გამოხმაურებებიც ჰქონდა კინოკრიტიკოსებისგან.
განახლებული ფილმის რელიზი 11 ნოემბერს არის დაგეგმილი.

“ეს ნამდვილი დოკუმენტური ფილმია,” – ამბობს მორისონი ფილმის თრეილერზე, – “არ შემიძლია ბევრი ვისაუბრო ამ ფილმზე, სინამდვილეში ჩვენ ის არ გადაგვიღია, ეს იყო უბრალოდ თვითგამოხატვის საშუალება”.

ფილმზე ჯგუფის წევრებთან ერთად მათი ფოტოგრაფი პოლ ფერერაც მუშაობდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ფილმი შედგება როგორც უშუალოდ საკონცერტო კადრებისგან, ასევე საკულისო ცხოვრების ამსახველი ვიდეოსა და ინტერვიუებისგან. მთლიანობაში ვიდეო მასალა 23 საათს მოიცავდა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ფილმში მისი მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა.

DVD და Blu-ray გამოცემებს თან ერთვის ბონუს მასალაც, კადრები ფოტოსესიიდან და ვიდეო “The End”, სადაც იხილავთ ჯგუფის კონცერტს, რომელიც 1967 წელს გაიმართა ტორონტოში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours