dimmu-borgir-2015

Dimmu Borgir ბრუნდება

ნორვეგიული სიმფონიური მეტალ ჯგუფი Dimmu Borgir კვლავ საქმეშია.

მუსტისის და ICS Vortex-ის წასვლის შემდეგ ჯგუფში საკმაოდ ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავა. მათი შემცვლელები ჯერას არ უპოვნიათ, 2010 წელს გამოცემული ბოლო ალბომი კი არცისე წარმატებული აღმოჩნდა.

დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარია ჯგუფს ცოცხლად არ დაუკრავს. ამ პაუზას ისინი აპრილში დაასრულებენ, როდესაც მათი DVD გამოვა. DVD ‘ვაკკენში’ 2012 წლის ლაივს და ოსლოში სიმფონიურ ორკესტრთან ჩატარებული კონცერტს მოიცავს.

“ჩვენს მუსიკაში საკმაოდ ბევრი სიმფონიური ელემენტია, რის გამოც საკმაოდ დიდი ხანია გვინდა, ორკესტრთან კონცერტის გამართვა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამის შესაძლებლობა არ გვქონდა.” – აცხადებს ჯგუფის სოლისტი ‘შაგრათი’.

მისი თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი საჩუქარი, რომელსაც ჯგუფი მსმენელს წელს გაუკეთებს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours