David Gilmour-02

დევიდ გილმორი ახალ ალბომს გამოუშვებს

ფლოიდების უცვლელმა წევრმა დევიდ გილმორმა თავისი ახალი ფირფიტის გამოცემა დააანონსა. „პინკ ფლოიდის“ გიტარისტმა და ვოკალისტმა საზოგადოებას აუწყა, რომ ალბომის გამოშვება 2015 წლისთვის იგეგმება. მისმა უკანასკნელმა სოლო ალბომმა On An Island დღის სინათლე 2006 წელს იხილა. ახალი დისკის გამოსვლისთანავე მუსიკოსი ტურში გამგზავრებას აპირებს.

Douglas Adams: The Party - Curtain & Post-Show Drinks

დევიდ გილმორმა ჟურნალ Rolling Stone-ს განუცხადა, რომ ალბომის სახელწოდებას ჯერ არ გაამხელს, თუმცა მისი შემადგენელი მასალა თითქმის მზადაა ჩაწერისთვის, ამიტომ სულ მალე მუსიკოსს სტუდიაში ვიხილავთ. ამასთან ერთად, გილმორმა ჟურნალისტი დაარწმუნა, რომ წელს გამოსული ალბომი The Endless River უკანასკნელი იქნება Pink Floyd-ის დისკოგრაფიაში. ახალი ალბომის მომავალ ტურს მუსიკოსმა „მოხუცის გასტროლი“ უწოდა, რადგან მის ფარგლებში ვეღარ შეძლებს 200-მდე კონცერტის ჩატარებას, როგორც ადრე აკეთებდა.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი