დევიდ ბოუის ახალი სიმღერა და ორი თრეილერი

david-bowie-001ბრიტანელმა მომღერალმა დევიდ ბოუიმ, რომელიც ბოლო დროს კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააოცა. მან ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერის ვიდეო გაავრცელა სახელწოდებით “Sue”. მასთან ერთად ბოუიმ ორი ახალი სიმღერის თრეილერიც გაასაჯაროვა. ახალ სიმღერაზე კომენტარის გაკეთებისას მომღერალმა აღნიშნა, რომ თუ ოდესმე ვორტიცისტები დაწერდნენ როკ-მუსიკას, ის ალბათ სწორედ ასეთ ჟღერადობის იქნებოდა. ვორტიზმი (ვორტიციზმი) ბრიტანეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნებისა და პოეზიის მოძრაობა იყო, რომლის შთაგონებაც კუბიზმი გახდა.

თრეილერები მუსიკოსის პირველი ჩანაწერებიდან 50 წლისთავს ეძღვნება

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours