54699C8E-megadeth-no-sign-of-dave-mustaines-mother-in-law-six-weeks-after-disappearance-image

დეივ მასტეინის დედას უშედეგოდ ეძებენ

Megadeth_ის დამაარსებლის, დეივ მასტეინის დაკარგული დედა უკვე მეექსვე კვირაა, რაც უშედეგოდ იძებნება.

როგორც იცით, 4 ოქტომბერს დეივმა ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამისი, რომელსაც ალცჰაიმერის სინდრომი აქვს, დაიკარგა და ყველას დახმარებას სთხოვდა.

ამის შემდეგ სალი ისტბრუკის ძიებაში ყველა ჩაერთო, განსაკუთრებით კი ჯგუფის ფანები, რომლებმაც უანგაროდ უამრავი პლაკატი გააკრეს ქუჩებში, მაგრამ უშედეგოდ.

დეივის ძმა ბობი მასტეინი აცხადებს, რომ 6 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დედამისი დაიკარგა, თუმცა მისი კვალიც ვერ იპოვეს. აღნიშნული გარემოება ამცირებს მისი ცოცხლად პოვნის შანსს, თუმცა ძმები იმედს მაინც არ კარგავენ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours