DAVEMUSTAINE2

დეივ მასტეინი დაკარგულ დედას ეძებს

ჯგუფ Megadeth-ის დამაარსებლის და metallica-ს ყოფილი გიტარისტის, დეივ მასტეინის დედა დაიკარგა.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, მაგრამ სალი ისტბრუკის პოვნა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ცნობილმა მუსიკოსმა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პრესკონფერენციაც მოიწვია.

“სალი ისტბრუკი დაიკარგა შაბათს 4 საათზე პინეზანიტას ბანაკთან ახლოს ჯულიანში. მას მძიმე ხასიათი აქვს და არ არის კომუნიკაბელური. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ყველას გთხოვოთ დაგვეხმაროთ მის მოძებნაში. ჩვენ ვეძებთ მას აღნიშნული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე.”.

“გთხოვთ ახლავე მოძებნოთ ის, თუნდაც თქვენს ოთახებში, ეზოებში, ავტოფარეხებში, სახლის ნებისმიერ ადგილას. დედას ალცჰეიმერის სინდრომი აქვს და აღნიშნული დაავადების მატარებლები ხშირად იკარგებიან. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მსგავს შემთხვევებში დაკარგულებს თავიანთ სახლთან ახლოს პოულობენ. ხშირად ისინი თავშესაფარს ბუჩქებში ან დაბურულ ბაღებში პოულობენ, ამიტომ გთხოვთ ასეთ ადგილებშიც ეძებოთ.”

“ასევე განსაკუთრებული თხოვნით მინდა მივმართო საავადმყოფოების, თავშესაფრების, მოხუცებულთა სახლების მომსახურე პერსონალს მოძებნონ დედაჩემი თავიანთ პაციენტებს შორის, რადგან მას შესაძლოა არ ახსოვდეს ვინ არის. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება.”

“ჩვენ მას “ნანას” ვეძახით, მან შესაძლოა არაფერი გიპასუხოთ. უბრალოდ დარეკეთ 911-ზე და ჩვენ მაშინვე იქ გავჩნდებით.” – აცხადებს ცნობილი როკ-მუსიკოსი.

sally_estabrook_flyer

გუშინ მასტეინმა მადლობა გადაუხადა ჯგუფის ყველა თაყვანისმცემელს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ დედამისის საპოვნელად და ქუჩაში ბანერებს აკრავენ.

წყარო: blabbermouth.net

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours