dave

დეივ მასტეინი ცხედრის ამოსაცნობად დაიბარეს

ცნობილი თრეშ მეტალ ჯგუფი “Megadeth” ეს ბოლო დროა ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია. ამჯერად საქმე დეივ მასტეინს ეხება.

როგორც იცით, დეივ მასტეინის დედას თითქმის ორი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, მის კვალსაც ვერ მიაგნეს, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დაახლოებით 75 წლის ქალის ცხედარი იპოვა, რომელიც აღწერილობით ძალიან გავს სალი ისტბრუკს, მუსიკოსის დედას.

დეივი იმედოვნებდა, რომ დედას მიუხედავად დიდი დროის გასვლისა, მაინც იპოვიდა, რადგან მას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და შესაძლოა მეხსიერება დაკარგული ვინმეს ჰყოლოდა შეფარებული, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ცუდად დასრულდა.

სან-დიეგოს პოლიცია დარწმუნებულია, რომ მათ მიერ ნაპოვნი ცხედარი დაკარგული სალი ისტბრუკისაა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდება, რაც დეივი და მისი ძმა დედის ცხედარს ამოიცნობენ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours