davelombardo-larsulrich

დეივ ლომბარდო ‘მეტალიკას’ შესახებ საუბრობს

ცნობილი კუბელი დრამერი დეივ ლომბარდო, რომელმაც სახელი ცნობილ თრეშ მეტალ ჯგუფში, Slayer_ში დაკვრით გაითქვა მეტალიკას და მისი დრამერის ლარს ულრიხის შესახებ საუბრობს.

“მე მიყვარს ეს ბენდი. ისინი დიდებული ბიჭები არიან. ჯეიმსი, ლარსი, კრიკი, რობერტი არიან ნამდვილად კარგი ადამიანები. მე მათთან მუშაობის კარგი გამოცდილება მაქვს. მე მათთან შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული, ძალიან გიჟური ამბებით, მაგრამ ამის შესახებ ვერ მოგიყვებით.”

“ვფიქრობ ლარსი არის კარგი დრამერი. მის გარეშე ‘მეტალიკა’ ვერ იქნებოდა. დააფასეთ ის იმისთვის, რაც ჯგუფისთვის გაუკეთებია. ის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ დაპირებისამებრ ჩემს სახლში ერთი კვირა აუცილებლად უნდა გაატაროს. ჩვენ დავჯდებით და დავუკრავთ ერთად.”

შეგახსენებთ, რომ დეივ ლომბარდომ ჯგუფი ‘Slayer’ სამჯერ დატოვა. საბოლოოდ მისი ჯგუფში ყოფნის ვადა კი 22 წელს შეადგენს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours