Vivian-Campbell-600x360

DEF LEPPARD_ის გიტარისტმა სიმსივნე დაამარცხა

ცნობილი მძიმე როკ-ჯგუფის ‘დეფ ლეპარდის’ გიტარისტმა, ვივიენ კემპბელმა სიმსივნე დაამარცხა. ის უკვე სახლში გამოწერეს.

“სახლი… მიხარია, რომ ეს დამთავრდა. დროა ძალები აღვიდგინო და იმედია თმებიც ამომივა. მადლობა ყველას იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მიგზავნიდით, ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში მალე ჩადგება.” – აცხადებს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, რომ ვივიენ კემპბელი ‘დეფ ლეპარდის’ გარდა არანაკლებ ცნობილ ჯგუფში Thin Lizzy_ში უკრავდა. მას კიბოს დიაგნოზი გასულ წელს დაუდგინეს, თუმცა დროული მკურნალობის გამო ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours