Vivian-Campbell

Def Leppard_ის გიტარისტს სიმსივნე დაუბრუნდა

Def Leppard_ის და Dio_ს გიტარისტს ვივიან კემბელს ხელახლა მოუწევს ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლა.

როგორც იცით, მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისმა მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და სიმსივნე დაამარცხა, თუმცა ასე არ მოხდა.

მისმა ავთვისებიანმა სიმსივნემ მეტასტაზირება განიცადა და ახლა მას ხელახლა მოუწევს ხანგრძლივი მკურნალობის დაწყება, რომელიც არავინ იცის როგორ დასრულდება.

“მე ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომ ჩემი სიმსივნე დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობას ექვემდებარება და მაიმედებენ, ეს მე ხელს შემიშლის ვაკეთო ჩემი საქმე. მე ახლა მხოლოდ ექიმთან მკურნალობის განრიგზე ვმუშაობ. ბოდიში ყველას.” – აცხადებს ვივიან კემბელი.

შეგახსენებთ, რომ კემბელი უამრავ ჯგუფში უკრავდა, თუმცა ყველაზე დიდი დრო მაინც Def Leppard_ში და Dio_ში დაჰყო. მას აქვს სოლო პროექტებიც.

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი