dangelo_and_the_vanguard__black_messiah

D’Angelo And The Vanguard — Black Messiah

2000 წელს D’Angelo-მ ალბომი “Voodoo” გამოუშვა, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული გახდა მსმენელში და დიდი წარმატება მოუტანა მუსიკოსს. ალბათ ეს იყო იმისი მიზეზი რომ უკვე 14 წელია მუსიკოსს სპირტიანი სასმელი და ნარკოტიკები ხელიდან არ გაუგდია, როგორც ჩანს წარმატება მასაც აუვარდა იქ, სადაც ზოგადად უვარდებათ ხოლმე. ბოლო ორი წელია აქტიურად საუბრობდნენ მესამე ალბომზე და როგორც იქნა ის გამოვიდა.
ეხლა რაც შეეხება მუსიკას, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ის არ არის მასისთვის, ის არის ძალიან რთულად მოსანელებელი, მაგრამ გემრიელი გურმანებისთვის. ნორმალური მუსიკოსი მსგავს მუსიკას არ დაწერდა. რითმული პარანოიდალური მუსიკა, ფსიქოდელიური და ქაოტური და ძალიან, ძალიან შავი.
მხოლოდ გურმანებისთვის.

ალბომის საერთო შეფასება7.7
7.7

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours