med_1415536831_image

დაგდაგანი (არა)საახალწლო სიმღერას გვთავაზობს

ქართული როკ-ჯგუფი დაგდაგანი, რომელიც თავისი სიმღერებით ქართველ მსმენელში საკმაოდ პოპულარულია, წლის ბოლოს ახალ სიმღერას გვთავაზობს სახელწოდებით – ახალი წელი არ იქნება.

ჯგუფმა ახალი სიმღერის შესახებ მსმენელებს ორი კვირის წინ ამცნო და 13 დეკემბერს კონცერტზე შეასრულა კიდეც. ჯგუფმა თავისი ახალი სიმღერის აუდიო ვერსია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გაავრცელა და წარწერაც გაუკეთა “ვინც ელოდა და ვინც არ ელოდა, ა ბატონო ჩვენი ახალი სიმღერა!”.

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours