300x300

crystal castles დაიშალა

ჯგუფმა ოფიციალურად დაადასტურა ცნობა, რომ პროექტი უკვე აღარ არსებობს და შეწყვიტა არსებობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯგუფის ვოკალისტმა ელის გლასმა შემდეგი შინაარსის წერილი განათავსა საკუთარ ტვიტერზე: ” მე მივდივარ ჯგუფიდან. ჩემი შემოქმედება ყოველთვის გულისხმობდა პატიოსნებას, გულწრფელობას და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ თანაგრძნობას. როგორც პროფესიული, ასევე პირადი მიზეზების გამო მე უკვე აღარ მჯერა, რომ crystal castles-ში ეს შესაძლებელია. ეს კი ნიშნავს ჯგუფის დასასრულს. იმედი მაქვს, რომ ჩემი ფანები შეძლებენ მიმიღონ როგორც სოლო შემსრულებელი, როგორც მიიღეს crystal castles”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours