pink-floyd(1)

Comfortably Numb საუკეთესოა ქირურგებისთვის ოპერაციის დროს მოსასმენად

Gilmour 2006

Pink Floyd-ის უკვდავი ჰიტი Comfortably Numb პირველია იმ სიმღერების სიაში, რომელთა მოსმენასაც ოპერაციის დროს ქირურგებს ურჩევენ.

კარდიფის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეადგინეს იმ სიმღერების სია, რომლებიც რეკომენდებულია ქირურგიული ოპერაციების დროს მოსასმენად. ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის ანგარიშის მიხედვით, ეს სიმღერები აუმჯობესებს პერსონალს შორის კომუნიკაციას, ამცირებს შფოთვას და ზრდის მუშაობის ეფექტურობას. ქირურგები, რომლებიც რეგულარულად უსმენენ ამ სიმღერებს, აცხადებენ, რომ ისინი ეხმარება საქმის შესრულებაში და ფოკუსირებაში.

რეკომენდებული სიმღერების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. Pink Floyd: Comfortably Numb
  2. Bee Gees: Stayin’ Alive
  3. Sade: Smooth Operator
  4. Wham: Wake Me Up Before You Go-Go
  5. Coldplay: Fix You

კვლევის შედეგად შეიქნა იმ სიმღერების სიაც, რომელთა მოსმენისგანაც სამედიცინო პერსონალს თავის შეკავებას ურჩევენ. ესენია:

  1. Queen: Another One Bites The Dust
  2. Bob Dylan: Knockin’ On Heaven’s Door
  3. REM: Everybody Hurts
  4. Red Hot Chili Peppers: Scar Tissue
  5. Radiohead: Knives Out

გააზიარე პოსტი

3 comments

Add yours

დატოვეთ კომენტარი