Chris-Rea-photo-by-Marco-van-Rooijen

კრის რი ჰოსპიტალიზირებულია

კრის რი ოქსფორდის თეატრში კონცერტს მართავდა, როდესაც შეუძლოდ გახდა.

BBC იუწყება, რომ კონცერტი 45 წუთის შემდეგ შეწყდა, რისი მიზეზიც კოლაფსი გახლდათ. ლეგენდარული მომღერალი მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დახმარება დროულად აღმოუჩინეს.

როგორც იცით, კრის რიმ 30 დეკემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში უნდა დაუკრას. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ამ შოუს, თუმცა ჯერ-ჯერობით უახლოესი დღეების კონცერტებიც არ არის გაუქმებული, რაც დამაიმედებელი უნდა იყოს.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დიდ მომღერალს და პიროვნებას.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours