მუსიკა


მუსიკა
720x405-GERARD_WAY_072314_SHOT_04_0043-Pub

My Chemical Romance – ვოკალისტის ახალი ალბომი

ჯერარდ ვეის სადებიუტო სოლო ალბომი “Hesitant Alien” უკვე ინტერნეტშია და მისი მოსმენა სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი, თუმცა ალბომის ოფიციალური რელიზი 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. როგორც მუსიკოსი აცხადებს, ალბომის შექმნისას იდეებს შუგეიზიდან და ბრიტპოპიდან იღებდა და, მართლაც, ალბომს ეტყობა ამ ორი ჟანრის კვალი. “ჩემი მიზანი იყო, რომ ღირსეული არტ-ალბომი შემექმნა, მინდოდა ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტის, გიტარის ხმა […]
მუსიკა
67994330

მორისი მოკვლით იმუქრება

ის, რომ ბრიტანელი მუსიკოსი ცხოველთა დიდი ქომაგია, ამის შესახებ ბევრმა იცის. მას საკუთარ ვებ გვერდზე ონლაინ მაღაზია აქვს, სადაც სხვადასხვა პროდუქტის შეძენა შეუძლიათ ფანებს, მათ შორის მაისურებიც არის მუსიკოსის ინიციალებით. ერთ-ერთმა მათგანმა კი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მაისურს აქვს წარწერა: ” მოექეცი ცხოველებს კარგად, თორემ მოგკლავ”. შეგახსენებთ, რომ მორისი 11 წლის იყო, როცა გახდა ვეგეტარიენელი, თუმცა […]
მუსიკა
433503

AC/DC-ის ახალი ალბომი მალკოლმ იანგის გარეშე

ჯგუფმა AC/DC საზოგადოებას ორი სიახლის შესახებ ამცნო. კარგი სიახლე ისაა, რომ სულ მალე ჯგუფის ახალი ალბომი Rock or Bust გამოვა. ცუდი სიახლე კი ისაა, რომ ეს იქნება ჯგუფის ისტორიაში პირველი ალბომი ლეგენდარული გიტარისტის, მალკოლმ იანგის გარეშე. როგორც გაირკვა, მალკოლმმა პენსიაში გასვლა ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. როგორც ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, Rock or Bust 2 […]
მუსიკა
bob_dilan_3

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბობ დილანის ცხოვრებიდან

ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც რეალურად ახლოს იყო ლეგენდარულ მუსიკოსთან. ერთ-ერთი მათგანია მისი როუდ-მენეჯერი ვიქტორ მაიმუდესი. ის 2001 წელს გარდაიცვალა, თუმცა დატოვა უამრავი მოგონება და ინტერვიუ. ამ ზღვა მასალიდან მაიმუდესის შვილმა შეძლო და შექმნა ძალიან საინტერესო წიგნი სახელად ” უცნობი ბობ დილანი”. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან. ღამე, როცა დილანმა The Beatles გაიცნო ძალიან უცნაური იყო […]
მუსიკა
dzhonni_depp

ჯონი დეპის გიტარის სოლო რაიან ადამსთან ერთად

ჯონი დეპს აპლოდისმენტები, შეძახილები “ჯონი! ჯონი! ჯონი!” და ოვაციები ერგო რაიან ადამსის კონცერტზე შეკრებილი პუბლიკისგან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობმა გიტარის სოლო შეასრულა Danzig-ის ანტი-ცენზურულ სიმღერაში “Mother”, რომლის ქავერიც რაიან ადამსის რეპერტუარშია. მსახიობი სცენაზე საყვარელი ქუდით წარსდგა და შეეცადა დანციგის ენერგიული სიმღერისთვის რომანტიული ბლუზ სოლო შეემატა და გამოუვიდა კიდეც. დეპი ბოლო პერიოდში ძალიან სასურველი […]
მუსიკა
pink_floyd_3

Pink Floyd – დეტალები ახალ ალბომზე

ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, როგორც იქნა, გაირკვა Pink Floyd-ის ახალი ალბომის “The Endless River” დეტალები. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ალბომის რელიზი 10 ნოემბერს არის დაგეგმილი, ეს იქნება პირველი ალბომი 1994 წლის შემდეგ. ინსტრუმენტალური ალბომი 4 ნაწილად იქნება დაყოფილი, პროდუსერობას კი თავად გილმორი გაუწევს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა 1994 წელს შეწყვიტა მოღვაწეობა, რეანიმირება მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა, როცა […]
მუსიკა
muse-new-album

მეთიუ ბელამი Muse-ის ახალ ალბომზე

ჯგუფის ლიდერმა რამდენიმე საინტერესო დეტალი უამბო ფანებს ახალ ალბომზე. კითხვებზე პასუხის გაცემისას, მან აღნიშნა, რომ სრულიად შეეცვალა წარმოდგენა სოლო გიტარის პარტიებზე, ასევე დაამატა, რომ ალბომის თემატიკა ძირითადად ეკოლოგიასა და მესამე მსოფლიო ომს შეეხება და მასში გამოჩნდება სიმღერის Citizen Erased გაგრძელებაც. აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ალბომი 2015 წლისთვის იქნებოდა მზად, თუმცა ჯგუფის დრამერი, დომ ჰოვარდი […]
მუსიკა
668681cf9735

SLIPKNOT-მა ჯგუფში ნაბიჭვარი მიიღო

პანკ ჯგუფ AGAINST ME! ვოკალისტმა ლორა ჯეინ გრეისმა ყოფილ დრამერს ჯეი ვინბერგს ნაბიჭვარი უწოდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ჯოი ჯორდისონი ჩაანაცვლა SLIPKNOT-ში. “პატივცემულო SLIPKNOT, წარმატებას გისურვებთ ამ ნაბიჭვართან ერთად”, – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა მან საკუთარ ტვიტერზე. ჟურნალ SPIN-ის კითხვაზე, თუ რატომ დატოვა ჯეი ვინბერგმა ჯგუფი,  გრეისმა უპასუხა: “მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ […]
მუსიკა
BonoJobs

U2 და apple ახალ მუსიკალურ ფორმატზე მუშაობენ

ირლანდიური ჯგუფი და კომპანია apple ახალ მუსიკალურ ფორმატზე მუშაობენ. მუსიკოსების განცხადებით, ახალი ფორმატი დაასრულებს მეკობრეობის ერას. ფორმატი იმდენად მომხიბვლელი იქნება, რომ მსმენელი სიამოვნებით შეიძენს მუსიკალურ ალბომს ან ცალკეულ სიმღერას. როგორც პროექტის მონაწილეები აცხადებენ, ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს როგორც შემდგარ მუსიკოსებს, ასევე დამწყებ ჯგუფებს და შემსრულებლებსაც. სამწუხაროდ, ჯერ უცნობია პროექტის სხვა დეტალები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ […]
მუსიკა
corey-taylor-corey-taylor-23423109-851-480

ფილმი კორი ტეილორის მონაწილეობით აქტომბერში გამოვა

SLIPKNOT-ისა და STONE SOUR-ის ვოკალისტმა მონაწილეობა მიიღო რობერტ ჰალის ახალ საშინელებათა ფილმში “Fear Clinic”, რომლის პრეზენტაციაც ფესტივალ “Screamfest Horror Film Festival”-ის ფარგლებში მოხდება 22 ოქტომბერს. სხვათა შორის, ფილმში ასევე მონაწილეობს რობერტ ინგლუნდი. ეს სახელი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, თუმცა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ყველასათვის კარგად ცნობილი ფრედი კრუგერია. კორის როლი თავდაპირველად მეტალიკის ბასისტისთვის რობერტ ტრუჰილოსთვის იყო […]