40590233_10155460343666433_4304105882599292928_n

Candlemass თავიდან დაიბადა

ლეგენდარული შვედური დუმ-მეტალ ჯგუფი Candlemass თავის პირველ ვოკალისტს იბრუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ჩნდებოდა ფესტივალებზე, მათი ალბომები ნაკლებად იყიდებოდა და ბევრი ადამიანი მათ დაშლაზეც ალაპარაკდა, მაგრამ ნურას უკეცრავად.

ჯგუფს თავისი პირველი ვოკალისტი იოჰან ლანგკვისტი დაუბრუნდა, რომელიც ჯგუფის სადებიუტო ალბომის Epicus Doomicus Metallicus-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას. ამ ალბომის შემდეგ მისი გზები ჯგუფთან გაიყარა და მის შემცვლელად მესია მარკოლინი მოვიდა.

ჯგუფის ბასისტის და შემოქმედის, ლეიფ ედლინგის თქმით, იოჰანის დაბრუნება ჯგუფს ახალ ენერგიას და უფრო მეტ დუმს მოუტანს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours