w7_1024x768

ჩაკ ბერის ყველა ჩანაწერი ერთ კომპლექტად გამოვა

chuck-berryგერმანული Bear Family-ის ინიციატივით ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, გიტარისტისა და კომპოზიტორის ჩაკ ბერის სრული შემოქმედება ერთ კომპლექტად გამოვა. 16 CD, 21 საათიანი კოპლექტი მოიცავს ყველაფერს, რაც კი ოდესმე ჩაკ ბერს ჩაუწერია, დაწყებული 1954 წლის პირველი სესიიდან და დამთავრებული 1979 წელს სახლში ვინილზე ჩაწერილი Rockit-ით. კომპლექტი გააერთიანებს როკის, ბლუზის და დისკოს ჟანრის ნაწარმოებებს.

ნაკრებში შევა 250 გვერდიანი წიგნი, რომლის წინასიტყვაობაც პოლ მაკარტნის ეკუთვნის. დამატებით იქნება წიგნი, რომელშიც შევა ჩაკ ბერის აქამდე უცნობი ფოტოები, რომლებიც მისი ბიძაშვილის, პროფესიონალი ფოტოგრაფის ჰარი დევისის მიერ არის გადაღებული.

88 წლის ჩაკ ბერი კვლავ რეგულარულად გამოდის St. Louis’ Cosmopolitan Club-ში, თუმცა დიდ აუდიტორიასთან სიმღერაზე უარს ამბობს. მუსიკოსის თქმით, ხმა აღარ აქვს და ფილტვებიც ცუდად მუშაობს.

w7_1024x768

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours