56036888

C-3PO გარეგნობას შეიცვლის

ვარსკვლავური ომების მეშვიდე ეპიზოდში ყველასათვის კარგად ცნობილი რობოტი C-3PO ახალი გარეგნობით წარსდგება მაყურებლის წინაშე. ამის შესახებ რობოტის როლის უცვლელმა შემსრულებელმა ენტონი დენიელსმა თავად განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, სანამ ახალ როლზე თანხმობას განაცხადებდა, მან თხოვა ფილმის რეჟისორს მისი გმირის გარეგნობაში გარკვეული ცვლილებები შეეტანა, ამის შემდეგ შეიკრიბა ფილმის საინჟინრო შტაბი და შეიმუშავა ახალი აღჭურვილობა რობოტისთვის.

” ახალი გარეგნობა არაფრით განსხვავდება ძველისგან, ყოველ შემთხვევაში ცვლილებები შეუმჩნეველი იქნება მაყურებლისთვის, თუმცა ძალიან შემიმსუბუქებს ცხოვრებას. მე დამოუკიდებლად შევძლებ მის ჩაცმას და გახდას, თან ძალიან სწრაფად”, – ამბობს ენტონი დენიელსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ვარსკვლავური ომების მეშვიდე ეპიზოდის გადაღებები უკვე რამდენიმე თვეა რაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარეობს. ფილმის რელიზი 2015 წლის 18 დეკემბერს არის დაგეგმილი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours