Bruce-Dickinson

ბრიუს დიკინსონს სიმსივნე დაუდგინდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული მეტალ-ჯგუფის Iron maiden_ის ვოკალისტი ბრიუს დიკინსონსი უკვე რამდენიმე კვირაა სიმსივნეს ებრძვის.

შობამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუს დიკინსონი თავის ექიმს ეწვია, რათა შემოწმება ჩაეტარებინა. ბრიუსს სიმსივნე დაუდგინდა და მაშინვე მკურნალობა დაიწყო, რომელიც საბედნიეროდ დროული აღმოჩნდა.

ბრიუსს სიმსივნე ენაზე აქვს და შვიდი კვირაა რადიოლოგიურ მკურნალობას და ქიმიოთერაპიას გადის. მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს, მან ქიმიოთერაპია გუშინ დაასრულა.

Iron Maiden ახალი ალბომის გამოშვებას ამ წელს გეგმავდა, მაგრამ ბრიუსის მკურნალობამ შესაძლოა ალბომის გამოშვება გარკვეული ვადით გადასწიოს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours