BB-S5-Casat-760

Breaking Bad…ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ

ყველა დროის საუკეთესო სერიალი კადრს მიღმა.

მას შემდეგ რაც ჯორჯ მარტინმა მე-5 სეზონის მე-14 ეპიზოდს “Ozymandias”-ს უყურა, განაცხადა, რომ უოლტერ უაითი უფრო დიდი მონსტრია, ვიდრე Game of Thrones-ის ნებისმიერი პერსონაჟი და ამას შემდეგ წიგნში რამე უნდა მოუხერხოს.

აარონ პაულმა (ჯესი) კარიერა ისე დაიწყო, რომ არანაირი სამსახიობო კურსები არ გაუვლია.” უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი “ჰეი აარონ, ახლა სხვა ტიპი უნდა იყო. ეს იყო ჩემი ერთადერთი სამსახიობო კურსი”. – აცხადებს ის.

ლაურა ფრეიზერი (ლიდია) ნამდვილად შოტლანდიელია და ეს მის აქცენტსაც ეტყობა.

ვინს გილიგანმა რამდენიმე ქიმიის მასწავლებლის საქმე გამოითხოვა, რომლებიც მეთის გასაღებით იყვნენ დაკავებული. ის მეთის ერთ-ერთი გამყიდველის საქმესაც წააყდა, რომელიც ქიმიის მასწავლებელი არ ყოფილა, მაგრამ უოლტერ უაითი ერქვა.

სერიალის გამოსვლის შემდეგ მეთის უამრავი ცისფერი შეფერილობის პარტია აღმოაჩინეს. ნარკოგამსაღებლები ამას რეკლამისთვის იყენებდნენ.

უოლტერ უაითი ბოროტი პერსონაჟების ხმა იყო Power Rangers-ში.

ვინს გილიგანი და სცენარის სხვა ავტორები პირველი სეზონის მე-9 ეპიზოდში ჯესის მოკვლას გეგმავდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ჯესი იმდენად ძვირფასი გამოდგა, ამ ეპიზოდის სცენარი დახიეს.

გილიგანს სურდა ცუდი ბიჭი ტუკო ორი სეზონის მანძილზე ყოფილიყო ცოცხალი, თუმცა შემსრულებელმა მსახიობმა, რაიმონდ კრუზმა The Closer-ში როლი მიიღო და BB-ს პირველივე სეზონში დაემშვიდობა.

ტუკოს წასვლის შემდეგ სცენარისტებს გაუჩნდათ იდეა შეექმნათ ანტი-ტუკო, გას ფრინგი.

მეხუთე სეზონის ბოლოს ბრაიან კრანსტონმა (უოლტერი) თითებს შუა BB ტატუ გაიკეთა.

ენა განის (სკაილერ უაითი) თქმით, ბრაიან კრენსტონი 15 წუთი ტიროდა იმ სცენის გადაღების შემდეგ, სადაც უოლტერმა ჯესის მეგობარი გოგო ჯეინ მარგოლისი სასიკვდილოდ გაწირა.

ტუკოს ბიძაშვილები სალამანკიდან რეალურ ცხოვრებაშიც ძმები არიან. ერთ-ერთ მათგანს სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა, მეორეს კი ციხეში ჰქონდა რამდენიმე წელი გატარებული.

მილიონში ერთი. ასე უწოდა ვინს გილიგანმა პიცის სცენას.

სერიალს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით გადაიღეს ეპიზოდი “FLY” სადაც მხოლოდ ორი პერსონაჟი მონაწილეობს. ეპიზოდი ბევრად სწრაფად და ნაკლები რესურსებით გადაიღეს.

გასის სიკვდილის სცენისთვის Walking Dead-ის გრიმის და ვიზუალური ეფექტების ჯგუფი მოიწვიეს.

ირონიაა, მაგრამ კრისტოფერ კაზნისს, რომელიც ტედ ბენეკის როლს ასრულებდა, კისრის მოტეხვის ეპიზოდში დუბლიერი დასჭირდა, რადგან ტრავმის გამო კლინიკიდან ახალი გამოწერილი იყო.

მე-2 სეზონის მე-4 ეპიზოდში ჯესი ამბობს, რომ აქიდან გასაღწევად რაიმე რობოტის გაკეთება სჭირდებათ. უოლტერმა ეს იდეა ფინალურ ეპიზოდში გაიზიარა.

მარიუს სტანი, იგივე ბოგდანი, უოლტის ბოსი მანქანის სამრეცხაოში არის ასოცირებული პროფესორი ქიმიაში. Breaking Bad მისი პირველი როლია.

სერიალში 62 ეპიზოდია. 62-ე ელემენტი არის სამარიუმი, რომელიც სიმსივნის სამკურნალოდ აქიურად გამოიყენება.

ცნობილი კოორდინატები, სადაც ფულით სავსე კასრები იყო დამალული და რამაც ფრენკი იმსხვერპლა, იმ სტუდიის მისამართია, სადაც სერიალი შეიქმნა.

უოლტ უმცროსი ერთადერთი მთავარი პერსონაჟია, რომელსაც ჟესი არ შეხვედრია.

საიტი www.savewalterwhite.com ნამდვილად არსებობს.

ბოლო ეპიზოდში, როცა უოლტერ უაითი ნიუ-მექსიკოში ბრუნდება უსმენს მარტი რობინსის სიმღერას “El Paso”. სიმღერა არის ადამიანზე, რომელიც ქალაქში ბრუნდება თავისი გოგოს წასაყვანად. მისი სახელია Felina, ბოლო ეპიზოდის სახელი.

ბოლო ეპიზოდში მანქანას, რომლითაც ჯესი გაიქცევა აწერია “იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი”. სწორედ ეს ფრაზა მიყვება ფილმის ორ პერსონაჟს და სწორედ ეს არის ორივე პერსონაჟის ბოლო. ერთ-ერთ ერთი მათგანი თავისუფლდება, მეორე კი…

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours