???????????????????????????????????

ბონო ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა

გუშინ U2_ს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფი საღამოს გასამართ კონცერტში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მიზეზი ჯგუფის სოლისტის, ბონოს მიღებული ტრავმა გახლავთ, რომელიც მან გუშინ “ნიუ-იორკ სითი პარკში” დილით ველოსიპედით სეირნობისას მიიღო.

ის ველოსიპედიდან გადმოვარდა და მხარი მძიმედ დაიზიანა, არც იმდენად, რომ მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას, მაგრამ ეს დაზიანება საკმარისი გახდა იმისათვის, რომ კონცერტი ჩაშლილიყო.

ჯგუფი ბოდიშს უხდის მაყურებლებს კონცერტის გადადებისთვის და ჰპირდება, რომ აღნიშნული კონცერტი რაც შეიძლება მოკლე ვიდაში ჩატარდება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours