bob-dylan-005

ბობ დილანმა ახალი ალბომი დააანონსა

ბობ დილანის ახალი ალბომის Shadows In The Night-ის გამოსვლა 2015 წლისთვის დაანონსდა. ალბომის შესახებ პირველი ინფორმაცია მაისში გაჟღერდა, როდესაც დილანმა ფრენკ სინატრას ჰიტის Full Moon and Empty Arms-ის ქავერი გამოაქვეყნა. მაშინდელი ინფორმაციით, ალბომი ამ წლის ბოლომდე უნდა გამოსულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვადამ რამდენიმე თვით გადაიწია.

ბობ დილანმა ბოლო ალბომი 2012 წელს გამოუშვა სახელწოდებით Tempest. ჯერჯერობისთ უცნობია, კიდევ რა სიმღერები შევა მის ახალ ალბომში. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი იქნება ფრენკ სინატრას 1964 წლის ჰიტი Stay With Me, რომელზედაც მუშაობა დილანმა ახლახან დაასრულა.

720x405-bob

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours