blondi

Blondie 40 წლის გახდა

ჯგუფმა 40 წლისთავი ნიუ იორკში გამართული გამოფენით “A Blondie Exhibition” აღნიშნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჯგუფის ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ფოტო, მათ შორის დები ჰარის პროვოკაციული ფოტო, რომელიც რობერტ მეპლტორპს და ენი ლეიბოვიცს ეკუთვნის.

“მუსიკა ისევ მიბიძგებს წინსვლისკენ. სასიამოვნოა, როცა უკან მოიხედავ და დაინახავ იმას, რაც უკვე გააკეთე. ძალიან ბევრი აქ გამოფენილი ფოტო მომწონს და რთულია რომელიმეს გამორჩევა. მიხარია, რომ ჩემს გვერდით საყვარელი ფოტოგრაფი კრის შტაინია”, აცხადებს დები ჰარისი და აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოფენები გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა წელს 3 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ალბომი “Blondie 4(O) Ever ” ჩაწერა.

Tags Blondie

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours