e6e922b084f0

ბლექ-მეტალი და კრიმინალი [18 +]

ყველასათვის ცნობილია, რომ პოპულარული ბლექ-მეტალ ჯგუფების წევრები ხშირად გვევლინებიან ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენ სუბიექტებად. გთავაზობთ 10 ყველაზე გახმაურებულ დანაშაულს მათი მონაწილეობით.

10. ეკლესიების დაწვა.

burzum-aske

ბლექ-მეტალს და ეკლესიების დაწვას სინონიმები შეიძლება ეწოდოს. მარტო 1992-1996 წლებში “ბლექის” შემსრულებლების და მათი ფანების მიერ 50 ეკლესია იქნა დამწვარი. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია, ჯგუფ “Burzum”-ის ვოკალისტი ვარგ ვიკერნესი, რომელსაც ბრალი 4 ეკლესიის დაწვაში ედება. ერთ-ერთი მათგანი მე-11-ე საუკუნის ძეგლი გახლდათ. დამწვარი ეკლესიის სურათი გამოსახულია მის ალბომში “Aske”

9. აუდიტორიაზე ძალადობა

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

ჯგუფ “shining”-ის ვოკალისტი ნიკლას კვარფორტი თავის თავს ძალიან ხშირად აყენებს ჭრილობებს და ფესტივალებზე ხშირად სხვა ჯგუფის წევრებსაც იმავეს უპირებს, თუმცა ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც მისი კონცერტიდან მსმენელი სასწრაფო დახმარების მანქანამ გათიშული წაიყვანა. საქმე ის გახლდათ, რომ ერთი მთვრალი მსმენელი სცენაზე ამოვიდა და ნიკლასის სასქესო ორგანოს მოკიდა ხელი. მუსიკოსმა კი უპასუხა “არ შემეხო” და მკერდზე ისეთი ძალით დაარტყა, რომ გონება დააკარგვინა.

8. ცხოველების “გამოწურვა”

1332112168mzd

ბლექ-მეტალის ჯგუფები კონცერტებზე ხშირად იყენებენ სისხლის აბაზანებს. მარტო ჯგუფ “GORGOROTH”-ის კონცერტზე კრაკოვში 80ლ. სისხლი იქნა გამოყენებული, ასევე ცხოველების თავები და ძვლები. პოლონეთის პოლიციამ ჯგუფის წევრები კონცერტის დამთავრებისთანავე დააკავა და ბრალად ცხოველების წამება წაუყენა. მოგვიანებით ჯგუფის წევრები 10 000 ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მათი თქმით, არ ჰქონდათ ინფორმაცია პოლონეთში ამგვარი ცენზურის შესახებ. პოლონეთში კონცერტზე მკვდარი ცხოველების სისხლის და სხეულის ნაწილების გამოყენება 2008 წლიდან იქნა კანონით აკრძალული.

7. კანიბალიზმი

“მკვდარი მკვდარი იპოვეს.” – ამ სათაურით გამოქვეყნდა ნორვეგიულ პრესაში სტატია, რომელიც ხალხს ჯგუფ “Mayhem”-ის ვოკალისტის Dead -ის (ქართ: მკვდარი) სიკვდილს ამცნობდა. მუსიკოსმა თავი მოიკლა. როგორც ცნობილია მისი გვამი პირველად ჯგუფის გიტარისტმა ევრონიმუსმა ნახა, რომელმაც მას თავის ქალის ნაწილი მოაჭრა და შეინახა, მისი ტვინის ნაწილი კი ადგილზე შეჭამა. გვამის ფოტოს ჩვენებისგან თავს შევიკავებთ, შეგიძლიათ ის ინტერნეტში მოიძიოთ.

6. გაუპატიურება სასტიკი ფორმით

2319102975_e1019ee1f7

“Leviathan”-ის დამაარსებელს ჯეკ უიაითჰედს ბრალი ედება 26 წლის მეგობარი გოგონას გაუპატიურებაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ტატუს დასახატი იარაღით. ჯეკმა მეგობარ გოგონას კედელზე თავი მიარტყმევინა და გათიშა. სანამ გოგონა გათიშული იყო ჯეკმა მის ვაგინაში ტატუს მოსახატი იარაღი შეიყვანა და ტატურება დაიწყო, ქალი გონზე მოვიდა, თუმცა ჯეკმა მას თავი ისევ მიარტყმევინა და კვლავ გათიშა. აღნიშნულ საქმეზე პროცესი ახლაც მიმდინარეობს, უაითჰედს გიარაიოს სახით 350 000$-ის გადახდა მოუწია.

5. მენტალური პრობლემები

Stalaggh-Projekt-Misanthropia

ბლექ-მეტალის ჟანრის პროექტი “Projekt Misanthropia” ნამუშევრებისთვის ვოკალისტად იყენებს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს. პროექტში ყველაზე მეტი სიმღერა შეასრულად ადამიანმა, რომელიც ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოიქცა. ის იქ იმისთვის იყო, რომ დედამისს 30 ჭრილობა მიაყენა სანამ მოკლავდა. ჯგუფი, რასაკვირველია, არ გამოდის ცოცხლად. დღემდე მათთან მხოლოდ რამდენიმე ანონიმური ინტერვიუს ჩაწერა მოხერხდა. მათი თქმით, აღნიშნული ადამიანების ხმაში ტკივილი და ტანჯვა ნამდვილია, რაც მათ მუსიკას ყველაზე რეალურს ხდის მსოფლიოში.

4. მაზოხიზმი

0827.nattramn

ბლექ-მეტალ პროექტის Silencer-ის დამაარსებელი 2001 წელს დააკავეს, როდესაც ნაჯახით 5 წლის გოგონას მოკვლას ცდილობდა, გოგონას მის მიერ მოქნეული ნაჯახი მილიმეტრებით აცდა და გაიქცა. გაქცეული გოგონა პოლიციამ შეამჩნია. თავდამსხმელი აგრძელებდა ნაჯახის ქნევას და თან ყვიროდა “მესროლეთ”, მას მეორე პოლიციელმა შემოუარა, რომელმაც ნაჯახი ხელიდან გააგდებინა და დააკავა. მან ციხეში 5 წელი გაატარა და სწორედ იქიდან გამოგზავნა ფოტო, რომლითაც დადასტურდა ჭორები, რომ მან თავისი კიდურები მოიჭრა და ღორის კიდურები მიიკერა. ამჟამად ის ფსიქიატრიულ კლინიკაშია, სადაც თავისი ახალი პროექტი Diagnose: Lebensgefahr დაარსა.

3. ადამიანის მსხვერპლშეწირვა & წამება

gaahl

ჯგუფ “Gorgoth”-ის ვოკალისტი დაკავებული იყო ცხოველების წამებისთვის და ეკლესიის დაწვისთვის, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს, ამ შემთხვევაში კი გაალს ჯარიმამ ვერ უშველა. საქმე ის გახლავთ, რომ მან წვეულებიდან სახლში მიმავალ 40 წლის მამაკაცს გზა გადაუკეტა და უთხრა, რომ იქიდან ვერასოდეს ვერსად წავიდოდა. დაზარალებულმა გაალს მუშტი უთავაზა, გაალმა კი ცივი იარაღი ამოიღო და უთხრა, რომ მის მსხვერპლად შეწირვას და მისი სისხლით ფიალის შევსებას აპირებდა, მამაკაცმა თავს გაქცევით უშველა. გაალს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ჯარიმად $26,963 დააკისრეს. მას 9 თვე დაუმატეს და $32,424 დააკისრეს, როდესაც სხვა პატიმრის წამებისთვის იქნა ბრალდებულად ცნობილი. “მე თავდასხმის ობიექტი ვიყავი. არავინ გაბედოს ჩემს სივრცეში შემოსვლა, თორემ ჩემზე იქნება დამოკიდებული გავა თუ არა ის.” – განაცხადა მან.

2. “ევრონიმუსის” მკვლელობა

varg-vikernes

თუ ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში ევრონიმუსი მოგვევლინა, როგორც კანიბალი, ამ შემთხვევაში ის მსხვერპლად გვევლინება. ეს არის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა “ბლექის” ისტორიაში. ის მოკლულ იქნა ზემოთ ხსენებული ვარგ ვიკერნესის მიერ. მკვლელობის მოტივზე აზრები იყოფა. ზოგი თვლის, რომ მკვლელობა გოგოს გამო მოხდა, ზოგის აზრით სატანიზმის სათავეში მოქცევის გამო, ყველაზე ცნობილი ვერსია კი კონტრაქტის გამო კამათია. ვარგმა ევრონიმუსს 23 ჭრილობა მიაყენა, 2 თავში, 5 კისერში და 16 ზურგში. “ის სამზარეულოში გავიდა, რათა დანა აეღო. მე ვუთხარი, რომ თუ დანის აღებას დააპირებდა, მას დანა ჰქონდა და დაასწრებდა მის გამოყენებას, შემდეგ ოთახში დაბრუნდა, სადაც თოფი ეგულებოდა (თოფი არ იქნა აღმოჩენილი ბინაში), მე კი მისი აღება არ ვაცალე და მოქმედებას შევუდექი. ვუთხარი კაცურად ვიჩხუბოთ-მეთქი, მაგრამ ის კაცურად ჩხუბს მუდამ თავს არიდებდა, რაც ორმაგად მაღიზიანებდა. ბოლო ჭრილობა მას თავში მივაყენე, იმდენად ღრმა იყო, რომ თვალამდე ჩავიდა, როდესაც დანა ამოვიტანე ის წინ გადმოიწია და კიბეებზე ისე ჩამოგორდა, როგორც კარტოფილის ტომარა. ისეთი ხმაური იყო, ყველა მეზობელმა გაიღვიძა და პოლიციას გამოუძახეს” – აცხადებს თავის ჩვენებაში ვარგ ვიკერნესი. ზემოთ მოცემული ფოტო კი სასამართლოზეა გადაღებული და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფოტოდ ითვლება.

1. “ბლექი” ყოველთვის არ ნიშნავს კრიმინალს

faust

ბარდ ფაუსტი დააკავეს 1992 წელს ჰომოსექსუალი ადამიანის მკვლელობისთვის. მას ხულიგნური მოტივით მკვლელობისთვის 13 წელი მიუსაჯეს, თუმცა 2003 წელს გაათავისუფლეს, 4 წლითა და 6 თვით ადრე სანიმუშო ქცევისთვის. ფაუსტი მუსიკაში დაბრუნდა, მაგრამ ყველაზე უცნაური ამ ფაქტში ის გახლავთ, რომ ფაუსტმა უარყო მკვლელობის კავშირი ბლექ-მეტალთან, ასევე განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილი სატანისტი, ფაშისტი ან მსგავსი რამე. მან მკვლელობა ჩაიდინა აღელვებულ მდგომარეობაში და ის ნანობს ამას. ამ ფაქტმა ბლექ-მეტალ სამყარო შოკში ჩააგდო, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც “ბლექის” მუსიკოსი ჩადენილ დანაშაულს ცნობადობის გასაზრდელად არ იყენებდა, განსხვავებით ვარგ ვიკერნესის და ბევრი სხვისაგან, რომლებიც არამარტო პიარისთვის იყენებენ დანაშაულს, არამედ სწორედ პოპულარობისთვის ჩადიან მას. ფაუსტი მუსიკაში საკმაოდ წარმატებულად დაბრუნდა და ამჟამად სიმღერებისთვის ტექსტების წერითაცაა დაკავებული.

წყარო: metalinjection. net

გააზიარე პოსტი

18 comments

Add yours
  1. Levan Natsvlishvili 18 ოქტომბერი, 2014 at 10:12 პასუხი

    ,,მან ციხეში 5 წელი გაატარა და სწორედ იქიდან გამოგზავნა ფოტო, რომლითაც დადასტურდა ჭორები, რომ მან თავისი კიდურები მოიჭრა და ღორის კიდურები მიიკერა." 😀 ზღაპრებს რო არ წერდეთ კაი იქნებოდა 😀 რა მოიჭრა რა მიიკერა, ეგ ფოტო 98 წლის დემო ალბომის ,,აბლოჟკაა'' 😀 ღორებზე კი აქ გაჭედილი ისე, 2011-ში წიგნი ამოუშვა – ,,ღორის გული'' ქვია 😀

  2. Akaki Getia 4 იანვარი, 2015 at 20:52 პასუხი

    მეოთხე მეც მეეჭება უბრალოდ რაც ეწერა ის გადმოვთარგმნე, დანარჩენი ყველა სიმართლეა და არავის მოგონილი არ არის. ასე მწვავედ რომ არ ჰქონდეთ შიგ, ვერ შექმნიან ასეთ მაგარ მუსიკას

  3. ედი 1 იანვარი, 2017 at 00:05 პასუხი

    საილენსერზე ყველა სიტყვა ტყუილია ვაფშე :დ

    ჟანრში ყველაზე დობრი მასტია სინამდვილეში

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ედი კომენტარის გაუქმება