Black Sabbath ბოლო ალბომს ჩაწერს

ალბომს “13” შტატების მუსიკალურ ჩარტებში დიდხანს ეკავა პირველი ადგილი, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც, რამაც უბიძგა ბრიტანელებს კიდევ ერთი ალბომის ჩაწერისკენ. როგორც ოზი ოსბორნი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ალბომზე მუშაობა 2015 წელს დაიწყება, ტონი აიომისთან და ბასისტ ჰიზერ ბატლერომთან ერთად. ამის შემდეგ კი მოეწყობა ჯგუფის უკანასკნელი საკონცერტო ტური. ახალი დისკის პროდუსერი დიდი ალბათობით ისევ ნიკ რუბინი იქნება.

ჯგუფის ალბომის პარალელურად მუსიკოსი აპირებს სოლო ნამუშევრის გამოშვებასაც სახელად “Memoirs Of A Madman”. როგორც სახელიდან ჩანს, დისკში შევა მუსიკოსის საუკეთესო ნაწარმოებები და დღემდე გამოუქვეყნებელი სიმღერები.

ამ დღეებში ოზიმ ინტერნეტში განათავსა საინტერესო ვიდეო, სადაც ის და სხვა მუსიკოსები განიხილავენ ოზის სოლო  კარიერას.  ვიდეოში ასევე იხილავთ გიტარისტს ზაკ უაილდს და გას ჯის, რომლებიც იხსენებენ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა ოზიმ მათზე, როცა ისინი მუსიკალურ კარიერას იწყებდნენ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours