black sabbath_2015

Black Sabbath-მა შესაძლებლობები ამოწურა, ახალი ალბომი აღარ იქნება

ამის შესახებ ოზი ოსბორნის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, სადაც მას ჰკითხეს გეგმავდა თუ არა ჯგუფი რაიმე ახალს.

“დეკემბერში 68-ის გავხდები და ვფიქრობ ამას დღის დასასრული უნდა დავარქვა. მე არ ვამბობ, რომ სცენაზე ტონისთან, გიზერთან ან სხვა წევრებთან არ გამოვჩნდები, მაგრამ ოფიციალურად ჩვენ მუშაობა დავასრულეთ.”

“არ მინდა რომ დავეშვათ და დავეშვათ, შევქმნათ რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შევქმნათ, რომელიც ფულს მოგვიტანს. ასე რომ უკვე დროა, რომ დავბრუნდე და ჩემს პირად რამეებს მივხედო. ”

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა ბოლო ალბომი სახელწოდებით “13” 2013 წელს გამოუშვა, რომელიც როგორც ჩანს ბოლო ალბომი აღმოჩნდა ეპოქალური ჯგუფის ლეგენდარულ დისკოგრაფიაში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours