mark_bell

გარდაიცვალა ბიორკის და Depeche Mode-ის პროდუსერი მარკ ბელი

ცნობილი პროდუსერი და მუსიკოსი, გავლენიანი ელექტრონული პროექტის LFO წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისივე ლეიბლი Warp Records იუწყება, კერძოდ, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: “მწუხარებით ვიუწყებით, რომ მარკ ბელი LFO-დან გასულ კვირას გარდაიცვალა, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული გართულებების გამო. ოჯახი და მეგობრები თხოვენ მსმენელს პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას ამ რთულ დროს”.
ჯერჯერობით სხვა დეტალები მომხდარზე არ ხმაურდება. რაც შეეხება მარკს, მან 1988 წელს დააარსა LFO, რომელიც სულ მალე ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ პროექტად იქცა რეივ და ელექტრონულ სცენაზე. ის ასევე ცნობილი იყო თავისი საპროდუსერო საქმიანობითაც და თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა ბიორკი და Depeche Mode.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours