Behemoth___Nergal_by_middeneaht

BEHEMOTH_მა პუტინს იდიოტი უწოდა

ცნობილი პოლონური ბლექ-მეტალ ჯგუფის სოლისტმა ნერგალმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იდიოტი უწოდა.

როგორც იცით, ჯგუფის გასამართი კონცერტი, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ პროტესტდებოდა, მთავრობის დადგენილებით იქნა ჩაშლილი.

“ჩვენ ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი რუსეთში, მაგრამ ბევრ წინააღმდეგობასაც წავაწყდით, ჩვენ ამას მოველოდით, თუმცა კონცერტის ჩაშლაზე არ გვიფიქრია. ჩვენ არ ვღელავთ ამ ფაქტზე, თუმცა ნამდვილად საწყენია, რადგან ჩვენ გვიყვარს რუსი ხალხი, მათგან ყოველთვის წარმოუდგენელი ხმაური მოდის. მათ უბრალოდ იდიოტი ჰყავთ ქვეყნის სათავეში, თუმცა მუდმივად არაფერი გრძელდება და ყველაფერი მალე შეიცვლება. იმედი გვაქვს ჩვენ შეცვლილ რუსეთში დავბრუნდებით და დავუკრავთ რუსი მსმენელის წინაშე. “ – აცხადებს ნეგრალი.

შეგახსენებთ, რომ BEHEMOTH_ის გარდა ამ წელს რუსეთში კიდევ ორი ჯგუფის კონცერტი ჩაიშალა – cannibal corpse_ისა და მერლინ მენსონის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours