12521641404_52ac9a39c6_k1

Behemoth-ის კონცერტი უკვე მათ სამშობლოშიც ჩაიშალა

როგორც ჩანს, რელიგიურმა აქტივისტებმა პოლონეთშიც მყარად მოიკიდეს ფეხი. მას შემდეგ, რაც რუსეთში ჯგუფს რამდენიმე კონცერტი ჩაუშალეს და ბოლოს კი საერთოდ დეპორტი გაუკეთეს, ფაქტობრივად იგივე განმეორდა პოლონეთის ქალაქ პოზნანში, მხოლოდ უფრო რბილი ფორმებით. კერძოდ, ჯგუფი კონცერტის ჩატარებას პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გეგმავდა, როცა შეტყობინება მიიღო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომ კონცერტი ვეღარ გაიმართებოდა, რადგან ისინი წუხდნენ სტუდენტებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე. ჯგუფის პასუხმაც არ დააყოვნა: ” ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზეზი აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნაციონალური მუსიკოსების უფლებები ირღვევა. იმის მაგივრად, რომ იყოს თავისუფალი კულტურის ცენტრი, პოზნანი რუსეთს ემსგავსება”.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფის რამდენიმე კონცერტი ჩაიშალა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ამის შემდეგ იგივე ბედი ეწია Cannibal Corpse-ს და ეხლა უკვე Cradle of Filth-საც, რომლის კონცერტიც სულ რამდენიმე დღის წინ გაუქმდა ნიჟნი ნოვგოროდის ერთ-ერთ კლუბში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours