1559689_564709473697631_3369154060657829463_n

Bedford Falls-ის ახალი სიმღერა

Bedford Falls გარკვეული პაუზის შემდეგ ახალ სიმღერას გვთავაზობს.

გასული წელი გამორჩეული იყო ჯგუფის შემოქმედებაში. სიმღერებმა Dreamer Once და Thrill is Gone განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანეს ჯგუფს და წლის ბოლოს ჩვენი საიტის მიერ წლის საუკეთესო როკ-ჯგუფად დამსახურებულად დასახელდა.

სიმღერა სახელწოდებით Fade Away ტექსტ-ვიდეოსთან ერთად 16 სექტემბერს გავრცელდა. ჯგუფი კვლავაც ალტერნატივის/ინდის ჟანრში უკრავს, მაგრამ ამჯერად უფრო არტ-როკის ელემენტები ჭარბობს, რაც სიმღერას წინამორბედი სიმღერებისგან ოდნავ განსხვავებულს ხდის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours