Beady Eye

Beady Eye დაიშალა

ლიამ გალაჰერმა დაადასტურა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული კოლექტივი ‘Beady Eye’ დაიშალა.

Beady Eye აღარ იქნება. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – სწორედ ეს დაწერა ლიამ გალაჰერმა თავის ‘ტვიტერზე’.

Beady Eye 2009 წელს დაარსდა, პირველი ალბომი კი 2011 წელს გამოუშვა სახელწოდებით ‘Different Gear, Still Speeding’, რასაც 2 წელიწადში მოჰყვა ალბომი ‘BE’.

აღნიშნული პროექტი წარუმატებელი ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ ლიამ გალაჰერის თქმით, ამ პროექტმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours