Steven-Wilson-thehowardtheatre.com_

ახალი ტურნე და ალბომი სტივენ უილსონისგან

ინგლისელმა მუსიკოსმა, სტივენ უილსონმა თავისი მეოთხე ალბომის და ტურნეს დეტალები გაახმაურა.

როგორც იცით, სტივენ უილსონმა სექტემბერში თავისი მეოთხე სოლო ალბომი ჩაწერა, რომელიც 2015 წლის თებერვალში გამოიცემა.

ალბომის ჩაწერა მუსიკოსს კეროლ ვინსენტის საქმემ შთააგონა. კეროლ ვინსენტი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი 2006 წელს იპოვეს, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის 2003 წელს იყო გარდაცვლილი. პოლიციის გამოძახება და მის ბინაში შეღწევა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც გადასახადმა £2,400_ს მიაღწია. მისი ჩონჩხი საწოლში აღმოაჩინეს, გვერდით ხელჩანთა და საშობაო საჩუქრები ეწყო. გათბობა ავტომატური ჩამრთველი აპარატით კვლავ ჩართული იყო და ტელევიზორიც კვლავ მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ასთმური შეტევით გარდაიცვალა.

სტივენ უილსონმა მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნახა.

“ქალი წავიდა საცხოვრებლად დიდ ქალაქში, ცხოვრობდა იზოლირებულად, ერთ დღესაც გაუჩინარდა და ეს ვერავინ შეამჩნია. ის არ იყო მარტოხელა ქალბატონი, რომლის გაუჩინარებაც ვერავინ შეამჩნია, ის იყო ახალგაზრდა, მიმზიდველი, ჰყავდა მეგობრები, ოჯახი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სამი წლის განმავლობაში ის არავინ მოძებნა.” – აცხადებს სტივენ უილსონი.

მან ასევე თავის ახალ ტურნეზეც ისაუბრა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაიწყება და შემდეგ ევროპას მოივლის.

“მინდა ახალი ტურნეს შესახებ გაცნობოთ. ჩვენ ჯერ ბრიტანეთში დავიწყებთ და მერე შევუტევთ ევროპას. ეს ტურნე ყოველმხრივ წინა ტურნეებზე უკეთესი უნდა გამოვიდეს. რასაკვირველია, ძველ სიმღერებთან ერთად შევასრულებ სიმღერებს ახალი ალბომიდან” – განაცხადა მან.

აქვე გეტყვით, რომ ტურნე 12 მარტს კემბირჯში დაიწყება 23 აპრილს ნიდერლანდში, ქალაქ ზვოლეში დასრულდება. მუსიკოსის ქართველი თაყვანისმცემლებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურნეში შედის 7 და 8 აპრილს გასამართი კონცერტები პოლონეთის ქალაქებში, კრაკოვსა და ლოძში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours