AWS-eurovision

ევროვიზიის ფინალისტი მეტალ-ჯგუფი ვაკენზე მიიწვიეს

უნგრულმა მეტალქორ ჯგუფმა AWS ევროვიზიის 1/2 ფინალური ეტაპი წარმატებით გაიარა.

ჯგუფმა ევროვიზიაზე პოსტ-ჰარდქორის ჟანრის სიმღერა Viszlát Nyár წარადგინა, რომელიც უნგრულ ენაზე სრულდება. სიმღერა ითარგმნება, როგორც “ნახვამდის ზაფხულო”.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა მიიღო მოწვევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეტალ-ფესტივალიდან, Wacken Open Air-იდან.

შეგახენებთ, რომ აღნიშნულ სიმღერის კონკურში ქართული ეთნო-ფოლკ ჯაზ ბენდი Iriao მონაწილეობდა, რომელმაც 1/2 ფინალური ეტაპი ვერ გაიარა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალი 12 მაისს გაიმართება, ხმის მიცემა კი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომელთა წარმომადგენლები ფინალში ვერ მოხვდნენ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours