aretha_franklin__aretha_franklin_sings_the_great_diva_classics_

Aretha Franklin — Aretha Franklin Sings The Great Diva Classics

72 წლის მუსიკოსს არასოდეს შეუწყვეტია მოღვაწეობა, მისი ბოლო ნამუშევარი რამდენიმე წლის წინ გამოვიდა, მაგრამ წლევანდელი რელიზი “Great Diva Classics” დიდი ალბათობით ყველაზე წარმატებული იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამის საფუძველს ის იძლევა, რომ პროდუსერი თავად 82 წლის კლეივ დევისია, სტუდია Arista Records-ის ბოსი. ალბომში კი ისეთი სიმღერებია შესული, როგორიცაა ადელის “Rolling in the Deep” და შინეიდ ო’კონორის “Nothing Compares 2 U”. არეტა ძალიან დაემსგავსება ჯონი კეშს, თუმცა მსგავსება ამით მთავრდება, კეშის პროდუსერი რიკ რუბინი იყო, რომელმაც არამხოლოდ შესთავაზა მას გადაემღერა Nine Inch Nails-ის და Depeche Mode-ს რეპერტუარი, არამედ განსაკუთრებულ სტილში აბსოლუტურად ახლებურად ემღერა ისე, როგორც არასოდეს. არეტამ კი პოპულარული სიმღერები მისთვის დამახასიათებელ კლასიკურ მანერაში შეასრულა. სიმღერები ძალიან ემოციური და ძველმოდური გამოვიდა, თუმცა ამ სიტყვის კარგი გაგებით.

ალბომის საერთო შეფასება8.9
8.9

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours