f02d32cd-d7d0-40cc-bf8c-027b22260924

Arch Enemy – Will to Power

შვედური მელოდიური დეზ-მეტალ ჯგუფის, Arch Enemy-ის მე-10 სტუდიური ალბომი სახელწოდებით Will to Power

ალბომს ჯგუფის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უკვაია. არამხოლოდ იმიტომ რომ საიუბილეო მე-10 ალბომია, არამედ იმიტომ რომ ამ ალბომში პირველად გამოჩნდა სუფთა ვოკალი, როგორც წამყვანი. ასევე ეს არის პირველი ალბომი პროგრესული მეტალის ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ გიტარისტთან ჯეფ ლუმისთან, სწორედ ამიტომ ბევრი ელოდა, რომ Arch Enemy პროგრესული მეტალის ელემენტებს ბლომად ჩართავდა, მაგრამ ეს ალბათ არის ყველაზე მკვეთრად გამოკვეთილი მელოდიური დეზი ჯგუფის დისკოგრაფიაში.

ამის კლასიკური მაგალითი იყო სიმღერა “The World Is Yours”, რომლის ვიდეოც ალბომის გამოსვლამდე გამოვიდა. სიმრერის ტექსტიც და მუსიკაც მაიკლ ემოტის დაწერილია, რის გამოც ჯგუფის ბევრი ფანი ეგოისტობაში ადანაშაულებდა და ტექსტების შექმნაში ალისა უაიტ გლასისთვის მეტ ავტონომიას ითხოვდა. როგორც შემდეგი სიმღერებიდან გაირკვა, ემოტს ტყუილად უყენებდნენ მსგავს ბრალდებას, რადგან 4 სიმღერის ტექსტი მხოლოდ ალისას დაწერილია, ბოლო სიმღერაში კი «A Fight I Must Win» ორივე მათგანის ერთობლივი ნამუშევარია. ჩემი აზრით, ემოტის დაწერილი სიმღერები ბევრად უკეთესია, თუმცა ელისის სიმღერებს სიღრმე ნამდვილად არ აკლიათ.

რაც შეეხება მუსიკას, როგორც ჩანს ლუმისი ჯგუფში ჯერ-ჯერობით მხოლოდ კომერციული მიზნებისთვისაა, რადგან საავტორო მონოპოლია კვლავ ემოტს აქვს, რა თქმა უნდა ერლანდსონის დახმარებით. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სიმრერის შექმნაში “Reason to Believe” ემოტის უმცროსი ძმა, კროსტოფერ ემოტი ფიგურირებს, რომელმაც ჯგუფი დიდი ხანია დატოვა, თუმცა როგორც ჩანს რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამ სიმრერაშია წამყვანი სუფთა ვოკალი.

როგორც აღვნიშნე, ალბომი წმინდა მელოდიური დეზ-მეტალი. როგორც ჩანს ჯგუფი თავის გზას არ ღალატობს და თავს შორს იჭერს ისეთი ექსპერიმენტებისგან, რამაც მაგ: IN FLAMES ფატალურ შედეგამდე მიიყვანა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ლუმისის დარჩენის შემთხვევაში შემდეგ ალბომებში პროგრესული მეტალის ელმენეტებს ბლომად ვიხილავთ. ახლა კი მისი ხელი მხოლოდ ტექნიკის ხარისხს ეტყობა. ალბომში არის ორი მცირე ხანგრძლივობის ინსტრუმენტალი, რაშიც ეს განსაკუთრებით ჩანს.

მელოდიურობა9.9
ტექნიკა9.7
ლირიკა8.8
აუდიო9.5
ნოვაცია8.5
ვიზუალი9.1
9.3

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours