1000_letters_archive_to_2004,2000,appocalyps_royal_academy_00

Aphex Twin-ი ახალ ალბომს ოჯახთან ერთად წერს

რიჩარდ ჯეიმსი, იგივე Aphex Twin-ი, ახალი ალბომის რელიზისთვის ემზადება. ალბომი უხერხული სახელით “Syro” 2014 წლის 22 სექტემბერს გამოდის. ალბომი არამხოლოდ იმის გამო იქნება საინტერესო, რომ ავტორი Aphex Twin-ია, არც მხოლოდ იმის გამო, რომ ის 14 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იქნება, ალბომი უცნაური იმის გამოც არის, რომ მის ჩაწერაში მუსიკოსის მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას, კერძოდ ცოლი, შვილი, დედა და მამა.

ამონარიდი მუსიკოსის ინტერვიუდან: “დიახ, ალბომში ჩემს ვოკალთან ერთად იქნება ჩემი ცოლის, შვილისა და მშობლების ვოკალიც, თუმცა მათი ვოკალი იმდენადაა დამუშავებული, რომ რთულად თუ გაარჩევთ”. მუსიკოსმა ასევე დაამატა, რომ მისი 5 წლის შვილიც ქმნის მუსიკას და საკუთარი გვერდიც კი აქვს Bandcamp-ზე.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours