combine_images

ანსელმომ კერი კინგზე ჭორები უარყო

Pantera_ს ვოკალისტმა ფილ ანსელმომ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ Slayer_ის გიტარისტს კერი კინგს სურდა Pantera_ს წევრი გამხდარიყო.

“რა თქმა უნდა, ის, რომ კინგს სურდა ‘სლეიერი’ ‘პანეტერაში’ გაეცვალა, ჭორია. ეს ჭორები 1988 წელს ჩვენს შეხვედრას ეფუძნება.”

“ჩემი კრივის მასწავლებელი რადიოში მუშაობდა. მან სახლში დამირეკა და მითხრა, რომ სტუმრად ცნობილი ‘სლეიერის’ წევრები ტომ არია და კერი კინგი ჰყავდა და მკითხა თუ მოვისურვებდი მათთან შეხვედრას. ჩვენ მაშინ ალბომის ჩასაწერად ფულს ჯერ კიდევ ქუჩაში დაკვრით ვშოულობდით და რასაკვირველია მათთან შეხვედრა ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილება იქნებოდა.”

“მე მათ შვხვდი. მე და კერიმ ორი სიმღერა დავუკარით ერთად, შემდეგ კი ერთმანეთს ნომრები გამოვართვით. მასთან შეხვედრა იყო განსაკუთრებული, მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ‘სლეიერი’ ჩემთვის იყო ყველაფრის დასაწყისი და დასასრული”.

შეგახსენებთ, რომ ‘Pantera’ 1981-2003 წლებში უკრავდა. 1990-2000 წლებში კი ჯგუფი თავისი შემოქმედების ზენიტში იმყოფებოდა. ‘სლეიერი’ კი პოპულარული 1986 წელს გამოშვებული ალბომით ‘Reign in Blood’ გახდა და დღემდე ითვლება ‘თრეშ მეტალის’ ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად.

წყარო: teamrock.com

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours