Angry-Birds-Seasons-on-Finn-Ice-Myster

Angry Birds-ის ახალი საუნდტრეკი Apocalyptica-მ ჩაწერა

სახელგანთქმული თამაშის Angry Birds-ის ახალი ეპიზოდი, რომელსაც On Finn Ice ჰქვია, არანაკლებ სახელგანთქმულმა ფინელი ჩელისტების მეტალ-ბენდმა Apocalyptica-მ გააფორმა. მუსიკოსები ამით არ დაკმაყოფილდნენ და კომპოზიციის მიხედვით ვიდეოც გადაიღეს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ფინურმა კომპანია Rovio Entertainment-მა, რომელიც ვიდეოთამაშების შექმნითაა დაკავებული, თავისი ტრიუმფალური სვლა სწორედ სმარტფონების საუკეთესო მინი-თამაშების გამოშვებით დაიწყო და თავის საქმეში უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. 2009 წლიდან „როვიომ“ iPhone-ს პლატფორმისთვის გამოუშვა Angry Birds, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი მოიპოვა. ამიტომ მისმა შემქმნელებმა „ბრაზიანი ჩიტების“ სხვა პლატფორმებისთვისაც დაიწყეს გამოშვება. ამ თამაშის პერსონაჟების სახეები გამოიყენეს მაისურების, სათამაშოების დამზადებაში, უფრო მეტიც, ისინი სერიალებსა და ფილმებშიც ჩართეს. On Finn Ice მალე, დეკემბერში გამოვა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours