fall-out-boy-by-xbangxyouxarexdead

American Beauty/American Psycho – fall out boy_ს ახალი ალბომი

დიახ, სწორედ ამ ორი ცნობილი ამერიკული ფილმის სახელწოდება ჰქვია ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის ახალ ალბომს, რომელიც 2015 წლის 20 იანვარს გამოვა.

20 იანვარი სწორედ ის დღეა, როდესაც ჯგუფის მსმენელებს საშუალება ექნებათ მეექვსე სტუდიური ალბომი მოისმინონ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იმავე დღიდან გაიყიდება.

ალბომის ერთ-ერთი წამყვანი ჰიტი იქნება “Centuries”, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში გამოვიდა. ალბომის ტრეკლისტი ჯერ-ჯერობით უცნობია, არც ალბომის ყდის შესახებ არის რამე ცნობილი.

ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ყოველნაირად შეეცადნენ გაეთვალისწინებინათ ის პრობლემები, რომლებიც დღეს თანამედროვე როკს აქვს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours