Davey-Havok-Jade-Puget

AFI-ს ვოკალისტის ახალი პროექტი

XTRMST ასე ქვია AFI-ს ლიდერის Davey Havok-ის ჰარდკორ/straight edge საიდ პროექტს, რომელიც მან Jade Puget-თან ერთად შექმნა. როგორც ჩანს, ალბომი არც ისე შორსაა. ინტერნეტში გამოჩნდა ჯგუფის სინგლი Words For The Unwanted.

“ჩვენ ვართ XTRMST

straight edge არის ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდობაში, ეს არის ფილოსოფია, რომელსაც გააჩნია თავისი პრინციპები და იდეალები, ის ძალიან უცხოა თანამედროვე საზოგადოებისთვის. მსგავსად სხვა სუბ-კულტურებისა, straight edge კულტურაც ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც სწორედ ამ კულტურის ნაწილი იყვნენ. ძალიან ბუნებრივია ის, რომ ამ იდეოლოგიამ გამოხატულება მუსიკაში ჰპოვა.

ახალი ალბომი ყველაზე მნიშვნელოვანია რაც კი გავაკეთეთ, სიმღერები კი ძალიან გულწრფელი, თითქოს გესაუბრებიან”.

ალბომი გაყიდვაში 18 ნოემბერს გამოჩნდება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours