baterista-acdc-phil-rudd

AC/DC_ის დრამერი ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

დღეს საკმაოდ საკნდალური ინფორმაცია გავრცელდა პრესაში. ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის AC/DC_ის დრამერი, ფილ რადი ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

დღეს პოლიციამ ახალ ზელანდიაში დრამერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რომელიც პოლიციაში მიღებული შეტყობინებით იყო გამოწვეული, სადაც ნივთიერი მტკიცებულებები იქნა აღმოჩენილი.

ფილ რადი სასამართლოს წინაშე შაბათს წარსდგება, სადაც გადაწყდება დაენიშნოს თუ არა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა. წინასწარი ინფორმაციით, მას სურდა შეკვეთით ორი ადამიანისთვის მოესპო სიცოცხლე.

ჯგუფი ჯერ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ მათ ეს სიახლე სწორედ პრესისგან შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ 60 წლის დრამერი ჯგუფიდან 1983 წელს გაუშვეს, თუმცა 1994 წელს დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ჯგუფის ახალი ალბომის გამოსვლას არ შეაფერხებს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours