433503

AC/DC შესაძლოა დრამერის გარეშე დარჩეს

PhilRudd

ჯგუფ AC/DC -ის დრამერი ფილ რადი ახალ ზელანდიაში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. როგორც სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, მას  ორი დაუდგენელი პიროვნების მკვლელობაში ედება ბრალი.  გავრცელებული ინფორმაციით  მუსიკოსს ნარკოტიკული საშუალებები, მეტამფეტამინი და კანაფიც აღმოუჩინეს.

როგორც ცნობილი გახდა, რადი რაიონულმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა და მომდევნო სხდომა 27 ნოემბერს გაიმართება. ბრალდების მიხედვით, ფილ რადმა ორი მკვლლობა 25 და 26 სექტემბერს შეუკვეთა. აღნიშნული ბრალდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AC/DC-ის ახალი ალბომი 2 დეკემბერს უნდა გამოვიდეს. ეს იქნება ჯგუფის პირველი ალბომი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლეგენდარული მალკოლმ იანგის გარეშე. მას ჯგუფის დატოვება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მოუწია. შეაფერხებს თუ არა ფილ რადის სასამართო ალბომის გამოსვლის პროცესს, ჯერჯერობით უცნობია. ფილ რადი AC/DC-ის დრამერი 1975 წელს გახდა და 1983 წელს დატოვა ჯგუფი, თუმცა 1994 წელს დაბრუნდა და დღემდე მუდმივ წევრად რჩება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours