Brian-630x420

AC/DC-ს ვოკალისტმა ბრაიან ჯონსონმა საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა

ბრაიან ჯონსონმა მონაწილეობა მიიღო ჭკუასუსტობით დაავადებულთა მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში გაიმართა. საქველმოქმედო ორგანიზაცია Sporting Memories Network ჩრდილოეთ იორკშირში, კერძოდ ტირსკში მდებარეობს. ორგანიზაციას მომღერალი თავად დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც AC/DC-ის კიდევ ერთ მუსიკოსს, მის მეგობარს მალკოლმ იანგს დემენციის (შეძენილი ჭკუასუსტობა) დიაგნოზი დაუსვეს (ამის შესახებ Rock.ge უკვე წერდა).

ზოგადად Sporting Memories Network დემენციით დაავადებულ ხანშიშესულ ადამიანებს, განსაკუთრებით მამაკაცებს ეხმარება და სპორტულ ჯგუფებში აკავებს, რათა მათ ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. ამ ორგანიზაციის დირექტორმა ტონი ჯეისონ-ალენმა განაცხადა: „საოცარი შეგრძნებაა, როცა შენ გირეკავს ადამიანი, რომელსაც მთელს მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ფირფიტა გაუყიდია“. ბრაიან ჯონსონის მხარდაჭერა შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ამ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელიც ფინანსურ კრიზისს განიცდის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours