Phil Rudd

AC/DC-ს დრამერს ფილ რუდს ბრალი შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება

მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო მედიასაშუალებები, ახალზელანდიურ გამოცემა Stuff.co.nz-ზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ AC/DC-ის დრამერი ფილ რუდი ახალი ზელანდიის პოლიციამ ქალაქ ტაურანგაში დააკავა, სადაც მუსიკოსი 1983 წლიდან ცხოვრობს. მას ბრალად ედება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება. ამასთან, მუსიკოსს დამატებითი მუხლები ემუქრება მკვლელობის მუქარისთვის და მეტამფეტამინისა და კანაბისის შენახვისათვის, რომლებიც მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

Phil Rudd-2

ასე გამოიყურებოდა 60 წლის ფილ რუდი დღეს, როცა დააკავეს

60 წლის დრამერი 6 ნოემბრის დილით საკუთარ სახლში დააკავეს. საღამოს სასამართლოზე მან ყველა ბრალდება უარყო. რუდი თავდებით გამოუშვეს 27 ნოემბრამდე, მომავალ სხდომამდე, რომელზეც აუცილებლად უნდა გამოცხადდეს. მუსიკოსს ბრალი ედება კილერის დაქირავებაში, რომელსაც ორი მამაკაცი უნდა მოეკლა. სავარაუდო მსხვერპლთა და კილერის ვინაობას პოლიცია პრესას არ უმხელს. კანონდარღვევა ა.წ. 25 და 26 სექტემბერს მოხდა. თუ მუსიკოსს ბრალი დაუმტკიცდა, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ორი თვის წინ ფილ რუდმა შესანიშნავი სოლო ალბომი Head Job გამოუშვა. ეს მის შემოქმედებაში პირველი სოლო ნამუშევარია. ალბომის მოსმენას აუცილებლად ვურჩევ ყველას, ვისაც მოსწონს კლასიკური როკი, მძიმე რიტმ-ენდ-ბლიუზი.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours
  1. Lasha Gabunia 7 ნოემბერი, 2014 at 06:13 პასუხი

    გუშინ გამზადებული და გამოგზავნილი სტატია რომ ასე გვიან აიტვირთა, ტეხავს, რადგან უკვე მოეხსნა მთავარი ბრალდება ამ კაცს არასაკმარისი სამხილების გამო. :))

დატოვეთ კომენტარი