usic-ac-dc-1

AC/DC – Rock or Bust

როგორც ცნობილია, AC/DC-ის ახალი ალბომი Rock or Bust 2 დეკემბერს გამოვა. ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე უკვე გავრცელდა ალბომის წამყვანი სიმღერა ამავე სახელწოდებით Rock or Bust.

ჯგუფის ისტორიაში ეს იქნება პირველი ალბომი მისი დამფუძნებლის, მალკოლმ იანგის გარეშე, რომელიც დემენციის დიაგნოზის გამო მუსიკალურ კარიერას ვეღარ აგრძელებს. ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებთან ჰქონდა პრობლემა დრამერ ფილ რადსაც, თუმცა ჯგუფის ოფიციალური განცხადებით, მასთან დაკავშირებული პრობლემები 2015 წლის მსოფლიო ტურნეს ხელს არ შეუშლის.

 

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი