ACDC - Rock Or Bust Album

AC/DC — Rock or Bust

არ შევჩერდები იმაზე, თუ რა გარემოში მოუწია ჯგუფს ახალი ალბომის გამოშვება, ალბათ ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ჯგუფის ისტორიაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ალბომი როგორც ყოველთვის კარგი გამოვიდა, როგორც ყოველთვის იმიტომ, რომ მათ არასოდეს ქონიათ ჩავარდნა, ისინი ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდნენ მაღლა აწეული თამასის როგორც მინიმუმ არ დაწევას.

ალბომი ძალიან ენერგიულია, განსაკუთრებით ალბომის პირველი ნაწილი, აი მერე შეიძლება მოიწყინოთ, თუმცა ბოლო სიმღერა “Emission Control” ისევ ძველ ტალღაზე დაგაბრუნებთ. ალბომში რამდენიმე ჰიტიც შევიდა, რომელიც დიდი ალბათობით დიდხანს დარჩება რადიო ჩარტებში, მაგალითად “Rock or Bust” და “Play Ball”.

და ბოლოს, ალბომი ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას.

ალბომის საერთო შეფასება7.8
7.8

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours